ონკოპაციენტებმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან მორიგი აქცია ჩაატარეს. მძიმე დაავადების მქონე მოქალაქეები სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. ონკოპაციენტების განცხადებით, მათ მიერ ხელისუფლებისთვის წაყენებული მოთხოვნები არ იცვლება - ისინი ითხოვენ, რომ ონკოპაციენტების მკურნალობა შეუფერხებლად დაფინანსდეს, ასევე მოიხსნას 25 000-ლარიანი ლიმიტი და მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტები დროულად შემოიტანონ. ონკოპაციენტებს იმის იმედი აქვთ, რომ აღნიშნული პირობები მას შემდეგ შესრულდება, რაც ქვეყანას ახალი ჯანდაცვის მინისტრი ეყოლება.