უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობა დიდი ხანია სცილდება ეკონომიკასა და მორალს.
„საბოლოოდ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი სიტუაციიდან, განსაკუთრებით პოლონეთის საზღვარზე, რომელიც დიდი ხანია გასცდა როგორც ეკონომიკის, ისე მორალის საზღვრებს. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას შეუძლია გაუძლოს, მიაღწიოს თავის მიზნებს და დაამარცხოს რუსული ტერორი. ჩვენ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ ამას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, პოლონეთში ფერმერთა პროტესტი გრძელდება. მონაწილეები ბლოკავენ გზებს, მაგისტრალებს და უკრაინასთან სასაზღვრო გადასასვლელებს. ფერმერები ეწინააღმდეგებიან უკრაინული საქონლის შედინებას, ისევე როგორც ევროპულ პოლიტიკას, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის ე.წ. „მწვანე შეთანხმებასთან“.