სოფელ ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩდნენ. შესაბამის ფოტო მასალას ანტისაოკუპაციო მოძრაობა სოციალურ ქსელში ავრცელებს. დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მათ მიერ მოწყობილ ერთ-ერთ საგუშაგოზე საინჟინრო მანქანა დაცალეს, ამის შემეგ კი ტერიტორია მალევე დატოვეს. რუსი ოკუპანტები ე.წ საზღვარზე ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე შეამჩნიეს.