ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს. ქართველი კანონმდებლები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან ევროპარლამენტის წევრებს შეხვდნენ. განსახილველ საკითხებს შორის იყო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, საქართველოს მიერ ნაკისრი რეკომენდაციები და ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. შეხვედრებზე აღინიშნა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული შედეგები და დღეს არსებული გამოწვევები.