მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მხარდამჭერებს ამჯერად ზუგდიდში შეხვდნენ. პარტიის ლიდერების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება, ამიტომ ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეწყალების უფლების გამოყენებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.