ონკოპაციენტებმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან მორიგი აქცია გამართეს. მძიმე დაავადების მქონე ადამიანები სახელმწიფოსგან ყურადღების დათმობასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. ონკოპაციენტების განცხადებით, მათი მხრიდან ხელისუფლებისთვის წაყენებული მოთხოვნები არ იცვლება - შეუფერხებლად დაფინანსდეს ონკოპაციენტების მკურნალობა, მოიხსნას 25 ათას ლარიანი ლიმიტი და დროულად იქნეს შემოტანილი პაციენტების მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტები. ონკოპაციენტებს იმედი აქვთ რომ მათ მიერ დასახელებული პირობები მას შემდეგ შესრულდება, რაც ქვეყანას ახალი ჯანდაცვის მინისტრი ეყოლება.