ბრიტანეთის კუთვნილი სატვირთო ხომალდი, რუბიმარი, რომელსაც თებერვალში იემენელმა „ჰუსიტებმა“ ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა. აშშ-ის არმიის ცენტრალურ სარდლობის განცხადებით, Rubymar-ის ჩაძირვა, რომელსაც 21 000 ტონა სასუქი გადაჰქონდა, წითელ ზღვაში ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს. ბრიტანეთის საკუთრებაში არსებულ და ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ Rubymar-ს „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან 18 თებერვალს გასროლილი ორი ბალისტიკური რაკეტიდან ერთ-ერთი მოხვდა. ხომალდმა, რამდენიმე დღის შემდეგ, წითელ ზღვაში 18 მილის სიგრძის ნავთობის ლაქა შექმნა. „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს რამდენიმე თვეა ესხმიან თავს და მიზეზად ისრაელი-„ჰამასის“ ომის გამო პალესტინელების მიმართ სოლიდარობას ასახელებენ.