ისრაელი „ფაქტობრივად დათანხმდა“ 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე წინადადებას. ისრაელი ახლა „ჰამასის“ პასუხს ელის - ამის შესახებ CNN აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. CNN-ის წყაროს ინფორმაციით, ისრაელი „ფაქტობრივად დათანხმდა” ღაზას სექტორში 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას. ხოლო წინადადების მეორე ფაზა ამ 6 კვირის განმავლობაში იქნება შემუშავებული. არსებული ინფორმაციით, უკვე შემუშავდა “ჩარჩო შეთანხმება”, რომელსაც ისრაელი მეტ-ნაკლებად თანხმდება, თუმცა ჰამასისთვის კვლავ მიუღებელი რჩება შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც მძევლების საკითხს ეხება.