იტალიაში, ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს . მედიის ცნობით, ქართველები რეჯო-დი-კალაბრიაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, შეჭრის დროს დააკავეს. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებმაც დაკეტილი ბინიდან საეჭვო ხმაური გაიგეს. ქურდობის მცდელობის გარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ სხვისი ქონების დაზიანება და იარაღის უკანონო ფლობა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ერთ-ერთი დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.