ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.
„რუსების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, ხვალ ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა“, - განაცხადა ოლეგ კიპერმა.
ოლეგ კიპერის ცნობით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ბოლო ინფორმაციით, რუსების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.