„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე, მუსა აბუ მარზუკი აცხადებს, რომ „ჰამასი“ პალესტინის სხვა ფრაქციებთან ერთიანი პალესტინის მთავრობის შესაქმნელად გადაულახავ განსხვავებებს ვერ ხედავს. „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, მოსკოვში პალესტინის ფრაქციები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს. მარზუკმა აღნიშნა, რომ პალესტინელები საერთო მტრის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ.