3 მარტი უკრაინის ქალაქ ოდესაში გლოვის დღედ გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ოდესის ოლქის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის გამო მიიღო, რომელსაც ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის სამი წლის ბავშვი. თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი. რუსეთმა ქალაქზე თავდასხმა 2 მარტს დილით განახორციელა. უკრაინის ტერიტორიაზე შესული დრონი ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა.