ქართულმა ოცნებამ რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანია აჭარიდან დაიწყო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედას და ხელვაჩაურის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს აჭარაში შეხვდნენ. ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და სახელისუფლებო გუნდის ლიდერები პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში გამართავენ.