სამთავრობო კაბინეტში საკადრო ცვლილებები კვლავ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა პოლიტიკურ სპეტრში. აღნიშნულ საკითხს დღეს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით პრემიერ მინისტრის შეცვლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა. აღსანისნავია ისიც, რომ თავად მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თანამდებობის დატოვებას კომუნიკაციის ნაკლებობას უკავშირებს, თუმცა ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ რომ, რეალური მიზეზი უბრალოდ მთავრობის ადმინისტრაციიდან ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კადრების გათავისუფლებაა. ოფიციალური ინფორმაცია თუ ვინ შეიძლება იყოს ახალი ჯანდაცვის მინისტრი ჯერჯერობით უცნობია თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ შესაძლოა ახალი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ დაიკავოს.