სანკტ-პეტერბურგში დრონი საცხოვრებელ სახლს დაეცა. რუსული მედიის ინფორმაციით, უპილოტო საფრენმა აპარატმა პისკარიოვის გამზირზე მდებარე ხუთ ოთახიანი სახლი დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, დაზიანებული ბინებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ტელეგრამარხებში ასევე ავრცელებენ ცნობას, რომ უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე ნავთობის ბაზა იყო, რომელიც დრონის ჩამოვარდნის ადგილიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს.