უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ ოდესის დაბომბვას ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტნიორებისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. მისი თქმით, რუსეთს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე არ ადარდებს.