პარტია ,,ხალხისთვის" რიგგარეშე ყრილობაზე, განახლებული გუნდით წარსდგა. აღნიშნულ შეხვედრაზე, პოლიტსაბჭოს წევრები და პარტიის მდივნები აირჩიეს. რიგგარეშე ყრილობაზე , ცვლილებები პარტიის სახელსა და სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში შევიდა , კომისიას 2 ახალი თანამშრომელი დაემატა. როგორც პარტია ,,ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე განმარტავს 2024 წლის არჩევნები გადამწყვეტია , რადგან , საკითხი ქვეყნის კეთილდღეობაზე დგას, მისი შეფასებით , პარტიის მიზანი, ხალხის ინტერესების გაატარებაა.