ქართულმა ოცნებამ რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მმართველი გუნდის თავმჯდომარე და პარტიის ლიდერები აჭარაში პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს ხვდებიან. ირაკლი ღარიბაშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა ამბობს რომ ეს კიდევ უფრო დამაჯერებლად უნდა მოხდეს, საკონსტიტუციო უმრავლესობით. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და სახელისუფლებო გუნდის ლიდერები პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში გამართავენ.