სამთავრობო კაბინეტში საკადრო ცვლილებები პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა. აღნიშნულ საკითხს დღეს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით პრემიერ მინისტრის შეცვლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა. აღსანიშნავია ისიც რომ თავად მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თანამდებობის დატოვებას კომუნიკაციის ნაკლებობას უკავშირებს, თუმცა ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ რომ, რეალური მიზეზი უბრალოდ მთავრობის ადმინისტრაციიდან ყოფილი პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კადრების გათავისუფლებაა. რა განცხადებები კეთდება თემის ირგვლივ და ვინ განიხილება ახალი ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატად მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.