ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ახალი ავტომატური სადგური დაემატა. შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში შეძენილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქალაქ ახალციხეში დაამონტაჟა.