პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული. პოლონური მედიის ცნობით, ის 2023 წლის 27 სექტემბერს გდანსკის აეროპორტიდან სასაზღვრო კონტროლს გაექცა. 5 თვიანი ძებნის შემდეგ კი 26 თებერვალს, გროძისკის რაიონში დააკავეს. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდა ქვეყანაში არალეგალურად ჩაფრინდა. დაკავებულს ბრალად ედება პოლონეთის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ძალადობა და მუქარა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.