გერმანიის ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. გერმანიის დიდ ნაწილში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა თითქმის მთლიანადაა პარალიზებული. გაფიცვა პროფკავშირების მიერაა ორგანიზებული. ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, რაც სამუშაო საათების შემცირების პარალელურად ხელფასის შენარჩუნებას გულისხმობს. ისინი ასევე შვებულების დღეების გაზრდას ითხოვენ.