დღეიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება, რომლის მიხერდვითაც, სხვადასხვა კომპანიებს მომხმარებლების ნებართივს გარეშე SMS შეტყობინებების გაგზავნა ეკრძალებათ. სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დასაშვები მხოლოდ იმ პირის თანხმობით მოხდება, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილების მიზანი მოქალაქეების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა.