ზურაბ აზარაშვილის შემდეგ თანამდებობა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემაც დატოვა. ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის კუთხით საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს რომ პრობლემა მართვის კომუნიკაციის თვალსაზრისით ნამდვილად არსებობდა, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ოპოზიციაში კი ამბობენ რომ მთავრობაში მსგავსი სახის საკადრო ცვლილებები უბრალოდ თამაშია. მათივე განმარტებით , ირაკლი კობახიძე ახლა ცდილობს მთავრობა ღარიბაშვილის კადრებისგან გაათავისუფლოს.