ღაზას სექტორში საომარი მოქმედებები გრძელდება. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, 7 ოქტომბრის შემდეგ 30 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რამდენი დაღუპულთაგან მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად „ჰამასის“ დაახლოებით 12 000 წევრი დაიღუპა. 29 თებერვალს ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შეტაკების დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, პალესტინელები ჰუმანიტარული პროდუქტებით სავსე სატვირთოებს ელოდებოდნენ, რაც ისრაელის ჯარმა საფრთხედ აღიქვა და პალესტინელების მისამართით ცეცხლი გახსნა.