დღეიდან რუსეთი ბენზინის ექსპორტს კრძალავს. აკრძალვა 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს და ის საქართველოსაც შეეხება. აღნიშნული დადგენილება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა დაამტკიცა. როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა მიშუსტინისთვის 21-თ თებერვალს მიწერილ წერილში განმარტა, ბენზინის ექსპორტის აკრძალვის საჭიროება საგაზაფხულო საველე სამუშაოების გამო საწვავზე მოთხოვნის გაზრდით, გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებისა და ზაფხულის არდადეგებით არის გამოწვეული. ამას გარდა, რუსეთმა, შესაძლოა, ნავთობკომპანიებს მოსთხოვოს, რომ საფონდო ბირჟაზე დიზელის საწვავის გაყიდვები მთლიანი წარმოების 16%-მდე გაზარდონ.