საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალს დაესწრო. ლევან დავითაშვილი მინისტრთა სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან ყურადღება სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარების პროექტის მხარდაჭერასა და მასში მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისივე თქმით, საქართველო მზადაა, რომ გააგრძელოს აქტიური დიალოგი აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სამხრეთის გაზის დერეფნის სხვა მონაწილეებთან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.