მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ამჯერად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ხელმოწერებს თბილისში, მეტროსადგურ სამგორთან აგროვებენ. ხელმოწერების კამპანია მომდევნო დღეებში თელავში, გურჯაანსა და ზუგდიდში ჩატარდება, ხოლო შემაჯამებელი ღონისძიება წალენჯიხაში გაიმართება. ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს - ნარმანია აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმაც აღნიშნული მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს და მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს.