შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებების შემდეგ გამორიცხული არაფერია. საქართველოს მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასაც გამოეხმაურა, რომელშიც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაჟღერდა. კობახიძის განცხადებით, ზოგიერთი ე.წ. „ოდიოზური“ ევროპარლამენტარი საქართველოსა და ევროკავშირის ურთირთობას გამიზნულად აზიანებს. როგორი იყო პრემიერის გზავნილები და ვინ მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ.