ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მართვის კომუნიკაციის კუთხით გარკვეული პრობლემები ნამდვილად არსებობდა მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ოპოზიციაში კი ასეთ საკადრო ცვლილებას „უბრალოდ თამაში“ უწოდეს. მათივე განმარტებით, ირაკლი კობახიძე ახლა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის კადრებისგან მთავრობის გაათავისუფლებას ცდილობს. რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით დეპუტატები.