ჯერ კიდევ უცნობია, შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს, თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები ექსპრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებთ თავის პოზიციას კიდევ ერთხელ გვახსენებენ. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ყველაფერი პრეზიდენტისა და ექსპეზიდენტის რეტინგებზე იქნება დამოკიდებული. ისინი ფიქრობენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი მაღალი იქნება, ზურაბიშვილი მას შეიწყალებს.