ოპოზიციონერი დეპუტატები ქვეყანაში მარლთმსაჯულების სფეროში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ვეტინგის სისტემის დანერგვის საჭიროებაზე საუნბრობენ. მათი შეფასებით, ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას აღნიშნული სისტემის შემოღება დაავალდებულა, რათა მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები აღმოიფხვრას. თავისმხრივ, მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ეს მოდელი საქართველოს სასამართლო სისტემისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება - ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ამ სისტემით ოპოზიციას სასამართლოს მართვის მექანიზნი ექნება.