"ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
მდინარაძის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება.
როგორც მამუკა მდინარაძემ საკანონმდებლო ინიციატივის საჭიროებაზე საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი გაკეთდა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც "მოგვთხოვენ ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას".
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი განმარტავს, რომ "არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა" არის ის, რასთან დაპირისპირებაც ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე პასუხისმგებლობაა.
ამასთან, მდინარაძე აღნიშნავს, რომ ადამიანის, მათ შორის არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მონაპოვარია.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები მაღალ დონეზე, განურჩევლად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესისა. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველანი ვთანხმდებით პრინციპზე, რომ არავის და მით უმეტეს ხელისუფლების საქმე არ არის ვინმეს განსჯა. ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია ადამიანის, მათ შორის არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აღმოფხვრა ასეთ ადამიანებზე ზეწოლის, მათი შანტაჟის, პირადი ცხოვრების ხელყოფის უხეში პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების გამორჩეული ხელწერა იყო. ქართული საზოგადოება ყოველთვის იყო ტოლერანტული, თუმცა, ქართული საზოგადოება არ არის და ვერ იქნება ტოლერანტული ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მიმართ. ვხედავთ მძიმე ტენდენციებს მსოფლიო მასშტაბით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების კუთხით. ეს პროპაგანდა სულ უფრო უხეშ ფორმებს იძენს. რაც მთავარია, პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, 18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობა უკვე დაახლოებით 20 პროცენტს, ზოგან კი მეტსაც შეადგენს. შემაშფოთებელია, რომ ეს მაჩვენებელი 7 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა, ზრდა კი ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ეს პროპაგანდა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გაქტიურდა.
2017 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შევზღუდეთ და საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ ქორწინება, ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამის მიუხედავად, შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას. ჩვენ უკვე გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც უცხოელების მხრიდან ადგილი ქონდა ტერმინოლოგია „ქალისა და მამაკაცის და გენდერული თანასწორობის“ შემოღების მოთხოვნას და ჩვენ ამის უარსაყოფად საკმაოდ სერიოზული ბრძოლის გადატანა მოგვიხდა (ამის ჩაწერა ნიშნავდა, რომ მდედრობითისა და მამრობითის გარდა, სხვა სქესიც უნდა გვეღიარებინა) დღეს მსოფლიოში ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი და ა.შ. ითხოვენ ე.წ. „გენდერულად ნეიტრალური“ ტერმინოლოგიის დანერგვას, როგორიცაა მშობელი 1 და მშობელი 2 და ა.შ. ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება მაგალითად პასპორტიდან სქესის შესახებ ჩანაწერის ამოღება. ისინი საქართველოში ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ მაშინ, როდესაც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ამას, სრულიად სამართლიანად, პროპაგანდად აღიქვამს და ე.წ. „პრაიდის“ ჩატარების წინააღმდეგია. მეტიც, ამგვარი აგრესიული პროპაგანდა პირიქით, უარყოფითად მოქმედებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვაზე.
წარმოებს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი. მთელ რიგ სახელმწიფოებში დაკანონდა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციებიც. აქტიურად გამოიყენება ამ იდეოლოგიის გასავრცელებლად მსხვილი კომპანიები, მედიასაშუალებები, კინოინდუსტრია და ა.შ. მათ შორის ამის მაგალითები საქართველოშიც გვქონდა გახსოვთ ანიმაციურ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, თუ სხვა მიმართულებით. ამ პროპაგანდას არავითარი კავშირი არა აქვს ადამიანის უფლებების დაცვასთან. მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ცხოვრების არატრადიციულ წესს. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია კი სერიოზული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის, რასაც საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს.
ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები ძალიან პრინციპულად უნდა იყოს და იქნება დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე. ყველა, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ღირებულებების წინაშე, ვალდებულია და მოვუწოდებთ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ არის მიმართული", - დასძინა მან.Play VideoSS.GEროგორ მოხვდე აქქირავდება 3 ოთახიანი ბინა დიდ დიღომშიქირავდება 2015 წლიანი Ford Tourneo Custom თბილისშიდანადგარების კომპლექტი და შესაფუთების მარაგიიყიდება 1 ოთახიანი ბინა ბათუმში"გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის ყველა ორგანოზე - ყოველი ჭრილობა სიცოცხლისდროინდელია" - 21 წლის გოგონას მკვლელობის უმძიმესი დეტალები: რას ყვება პროკურორი?!palitravideo.geუცნაური მოდის ჩვენება მილანში - სტუმრები პოდიუმზე გამოსულ მოდელებს ნაგავს დაუნდობლად ესვრიანpalitravideo.geუმძიმესი ავარია ისანში - სამაშველო სამსახური მგზავრების ამოყვანას ცდილობსpalitravideo.geსაგანგაშო კადრები თბილისის ცენტრიდან - "ძალიან გვეშინია, ასე არ შეიძლება"palitravideo.geროგორ შეიძლება დალაგდეს არეულობა ოპოზიციურ ფლანგზე - ვინ ვისთან შეიძლება გაერთიანდეს?ambebi.ge"დასავლეთის ქმედებები ბირთვული კონფლიქტის საფრთხეს ქმნის" - პუტინის მორიგი მუქარა და ბირთვული საფრთხის შეხსენება: მთავარი გზავნილები ყოველწლიური მიმართვიდანambebi.ge"არავინ იცის, რა მოხდა და რატომ ჩაიდინა ოთომ ეს დანაშაული. ახლა მისი გამზრდელი ბებიის ცოდვით იწვის მთელი სვანეთი" - რას ჰყვებიან 22 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულზე?ambebi.geსაოცარი სიმდიდრე და ფუფუნება - ოჯახი საქართველოდან, რომლის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ თვეში 200 000 დოლარს ხარჯავს (ვიდეო)ambebi.geომი უკრაინაშისრული ინფორმაციადღის ბოლო სიახლეები-695 წუთის წინმამუკა მდინარაძე - ISFED-ი, გამყალბებელი ორგანიზაცია დღეს უკვე დაკავებულია რეალობის გაყალბებით, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენონ-667 წუთის წინპერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, თბილისში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების კონფერენცია (CEEDPA) მიმდინარეობს-565 წუთის წინთენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილზე - ცოცხალი პატრიარქის პირობებში რა არჩევაზე საუბრობს? - მოკვლას უპირებს თუ გადაყენებას?!ყველა სიახლეინტერვიუ28.02.2024 / 08:57პაატა ზაქარეიშვილი - ჟენევის ფორმატი შეიქმნა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და მას არანაირი კავშირი არ აქვს სოხუმთან და ცხინვალთან, რადგან ლავროვი ამას სოხუმის ხელით აკეთებს, ეს უფრო არის პიარი, პროპაგანდა და დემაგოგიაყველა სტატიაპრესის მიმოხილვა29.02.2024 / 09:58თბილისსა და ბათუმში უძრავ ქონებას ძირითადად უცხოელები და ემიგრანტები ყიდულობენ - ადგილობრივი მოსახლეობა “საბინაო კრიზისში” ექცევა
ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა, რუსული საფრთხეები და არჩევნების მნიშვნელობა - აშშ-ის ელჩის მთავარი გზავნილები საქართველოსთვის
“რუსეთს არა აქვს იმის რესურსი, რომ ავდიივკას შემდეგ სხვა ქალაქებიც აიღოს” - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე
"ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ არაფერი შეშლია...შენ ღირსეულად დაანახე ყველას შენი საქართველო" - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტიბაბი კირკიტაძის ახალი იმიჯი - ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"Муром-П: ხაფანგი ქართველებისთვის - როგორ გვითვალთვალებენ რუსი ოკუპანტები აფხაზეთიდან და ცხინვალიდანსაიდუმლო და სკანდალური დოკუმენტი: რუსეთ-გერმანიის ომის სცენარი - "რუსული არმია არღვევს თავდაცვის ზღუდეებს და იყენებს "განკითხვის დღის" იარაღს"გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის ყველა ორგანოზე - ყოველი ჭრილობა სიცოცხლისდროინდელია" - 21 წლის გოგონას მკვლელობის უმძიმესი დეტალები: რას ყვება პროკურორი?!უცნაური მოდის ჩვენება მილანში - სტუმრები პოდიუმზე გამოსულ მოდელებს ნაგავს დაუნდობლად ესვრიანრას აცხადებს ოთარ ცინდელიანის ბებია, რომელიც ლილოში 23 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე დააკავესროგორ შეიძლება დალაგდეს არეულობა ოპოზიციურ ფლანგზე - ვინ ვისთან შეიძლება გაერთიანდეს?"დასავლეთის ქმედებები ბირთვული კონფლიქტის საფრთხეს ქმნის" - პუტინის მორიგი მუქარა და ბირთვული საფრთხის შეხსენება: მთავარი გზავნილები ყოველწლიური მიმართვიდან"არავინ იცის, რა მოხდა და რატომ ჩაიდინა ოთომ ეს დანაშაული. ახლა მისი გამზრდელი ბებიის ცოდვით იწვის მთელი სვანეთი" - რას ჰყვებიან 22 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულზე?ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა კი 1-წლიანი ხდება - რომელ პროგრამებს ეხება ცვლილებაროგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 4 მლნ აშშ დოლარი ღირს (+ფოტო)აკრძალვა 3 წლით - სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულ პირებს შესაძლოა, მმართველი პარტიის დაფინანსება შეეზღუდოთVideo Player is loading.PauseUnmuteStream Type LIVEPicture-in-PictureFullscreenმთავარიჩვენს შესახებსერვისებირეკლამამასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობებითბილისი, იოსებიძის ქ. 49(+995 32) 2 38 98 05ipnnews@ipn.ge+122018 ყველა უფლება დაცულია