პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის, ისრაელისა და იტალიის ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანებს შორის არსებული თანამშრომლობა და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა იტალიელ დიპლომატთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა შემდგომი ინტეგრაციის პროცესში იტალიის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის, მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა.