ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა. დოკუმენტებში გამოთქმულია თანადგომა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართ და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. დასავლელი პარტნიორების თანადგომას ოპოზიცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამბობენ, რომ ევროპის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე დადებითად აისახება. როგორია უმრავლესობის გამოხმაურებები რეზოლუციასთან დაკავშირებით, ვრცლად ხატია სამხარაძე მოგვიყვება.