დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ოჯახებს გადასცა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები ამჯერად, ნაძალადევის, გლდანის, დიდუბის, ჩუღურეთის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 40 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონდა.