საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფონდ „ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ შედეგები გაიუმჯობესა და მთავრობის კეთილსინდისიერების“ მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა და პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს „ჰერითიჯის" 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა.