„გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი“, -თბილისში, სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებული კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა გახსნა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ბაქაქურმა კი სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა. გარდა ამისა, კონფერენციაზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს, მათ შორის - ბავშვთა, ქალთა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით.