არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის პირობებს, რომლებიც, ერთი მხრივ, 2024 წლის 26 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად, ხოლო მეორე მხრივ, წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების სტადიაზე გადასასვლელად არის საჭირო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამის ნათელი მაგალითია თებერვალში, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები, რომლებიც მთლიანად უგულებელყოფს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში პრეზიდენტის მხრიდან კანონზე ვეტოს დადების დაანონსებას მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის უკან დაბრუნებულ კანონპროექტში სრულად იქნება ასახული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.