სასამართლო სისტემაში ე.წ ვეტინგის სისტემის ამოქმედებასთან დაკავავშირებით პოლიტიკური აქტორები და არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეთანხმებას ვერ ახერხებენ.მესამეს სექტორისა და ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვა და ამ მეთოდის მიხედვით , შესაბამისი კომისიის მიერ ქართველი მოსამართლეების შესახებ ინფორმაციის შესწავლა სასამართლო გარემოს გააჯანსაღებისთვის აუცილებელია. უმრავლსობისთვის კი ე.წ ვეტინგის შემოტანა კატეგორიულად მიუღებელია. მათი მტკიცებით, ქართველ მოსამართლეთა უმრავლესობა თავისი კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით მხოლოდ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს.