ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა. დოკუმენტებში გამოთქმულია თანადგომა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართ და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი დასავლელი პარტნიორების თანადგომას ოპოზიცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. “ქართული ოცნების” ოპონენტების განმარტებით, ევროპის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების კეთება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე დადებითად აისახება. როგორია უმრავლესობის გამოხმაურებები რეზოლუციასთან დაკავშირებით.