შეიცვალა თუ არა მიდგომა "არა და არასოდეს" - სააკაშვილის შესახებ ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მმართველი პარტია სწორედ ამ კითხვას სვამს. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, არაა გამორიცხული კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ წავიდეს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ზურაბიშვილს მის ხელთარსებული ბერკეტის გამოყენებისკენ მოუწოდებს ნაციონალური მოძრაობა. პარტიაში პრეზიდენტს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ უახლეს რეზოლუციას შეახსენებენ და ქმედითი ნაბიჯების გადადმას ურჩევენ. რა წერია მესამე პრეზიდენტზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში და რას ამბობს სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილი.