ბიბისის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ხუთშაბათს აშშ-მექსიკის საზღვართან ჩავლენ. გამოცემის ცნობით, საზღვართან ვიზიტი ბაიდენს იმის საშუალებას მისცემს, რომ ამომრჩევლები დაარწმუნოს, რომ ის მიგრაციის პოლიტიკას სერიოზულად ეკიდება, ტრამპისთვის კი ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ყურადღების ცენტრში მოაქციოს საკითხი, რომელიც პოლიტიკურ კარიერაში მის მთავარ აქცენტს წარმოადგენდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი ქალაქ ბაუნსვილს, ტრამპი კი ქალაქ იგლ ფასს ეწვევა. ტრამპი და რესპუბლიკელები ბაიდენს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ძალიან მცირეა იმის ფონზე, რისი გაკეთებაც აშშ-ს პრეზიდენტს მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით აქამდე შეეძლო. მათვე ბაიდენის საზღვართან ჩასვლას ძალიან დაგვიანებული უწოდეს.