ისრაელისა და „ჰამასის“ ომი გრძელდება. ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ვითარება კი კვლავ მძიმეა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ღაზას სექტორში დახმარების საჰაერო გზით გაგზავნას აპირებს, რადგანაც სახმელეთო გზით დახმარების შეტანა სულ უფრო მეტად რთულდება. ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ საჰაერო გზით ტვირთის მიწოდებას განსაკუთრებული ეფექტი არ ექნება, რადგან დიდი ოდენობის დახმარების გადატანა მხოლოდ სახმელეთო გზითაა შესაძლებელი.