ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების, მთავრობის, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შეიკრიბნენ თბილისში, სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით: გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი.
ღონისძიება საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა გახსნა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ბაქაქურმა კი სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა. გარდა ამისა, კონფერენციაზე ისაუბრეს ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე, მათ შორის - ბავშვთა, ქალთა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით.