სასამართლო სისტემაში ე.წ ვეტინგის მოდელის ამოქმედება კვლავ კამათის საგანია. არასამთავრებო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი მმართლმსაჯულების სისტემაში ე.წ კლანის არსებობაზე საუბრობს და გამოსავალს სწორედ ვეტინგის სისტემაში ხედავს.
ოპონენტების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემები არსებობს, ხელისუფლების წარმომადგენლები ემიჯნებიან. მათი მტკიცებით, ქართველ მოსამართლეთა უმრავლესობა თავისი კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით მხოლოდ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს, შესაბამისად, სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია.