საქართველოს ევროინტეგრაცია და რეგიონში არსებული გამოწვევები - ეს ის საკითხებია, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივაა ევროინტეგრაცია. ზურაბიშვილმა ყურადღება იმ საკითხებზეც გაამახვილა, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოსთვის ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. როგორია სალომე ზურაბიშვილის გზავნილები.