უდანაშაულობის გამოცდა , ცნობილი ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის ნოველაა. წიგნის ორიგინალი 1958 წელს გამომცემლობა Collins Crime Club-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნის სიუჟეტის მიხედვით შობის ღამეს, საკუთარი სახლის მისაღებ ოთახში ქალბატონს რეიჩელ არგილს, ბატონი ლეო არგილის მეუღლეს კლავენ. მთავარი ეჭვმიტანილი კი ჯეკ არგილია, არგილების წყვილის აყვანილი შვილი ,რომელიც დედას დანაშაულამდე ცოტა ხნით ადრე ფულის მიცემაზე უარის თქმის გამო ანგარიშსწორებით დაემუქრა. პოლიცია დანაშაულის იარაღზე და მოპარულ ფულზე მის თითის ანაბეჭდებს პოულობს, რის შემდეგაც მას აკავებენ. თუმცა ჯეკი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს , რომ მკვლელობის ჩადენის დროზე მას აქვს უტყუარი ალიბი და ამ დროს ის ავტომობილში იმყოფებოდა. ადვოკატები ვერ პოულობენ მოწმეს ვინც ალიბის ნამდვილობას დაადასტურებს და ბრალდებულს სამუდამო პატიმრობას უსჯიან , რის შემდეგაც ის ნახევარ წელიწადში, ციხეში, პნევმონიით იღუპება.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ექიმი არტურ კალგარი რომელიც დარწმუნებულია ჯეკის უდანაშაულობაში მისი სახელის აღდგენის მიზნით, საკუთარ გამოძიებას იწყებს , რადგან სწორედ ის ატარებდა ბრალდებულს თავის შავ სედანში ქალბატონი რეიჩელის მკვლელობის დროს , თუმცა ვერ ვერ შეძლო ალიბის დადასტურება მისი ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე. გამოძიებას კალგარი მოულოდნელ დასკვნებამდე მიჰყავს: ჯეკი ნამდვილად არ იყო მკვლელი, მაგრამ არც ის იყო უდანაშაულო. ამ იდუმალი საქმის ძიების პროცესში კი კიდევ ერთი მკვლელობა ხდება, რომლიც კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას , რომ დანაშაული ჯეკის ჩადენილი ნამდვილად არ იყო და ნამდვილი მკვლელი ჯერ კიდევ თავისუფალია.მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნიკ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.
მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.
აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.
აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.