თურქეთი, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების სტამბოლში ჩატარებას სთავაზობს. ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა კვლავ მხარს უჭერს ომის მშვიდობიანად დასრულებას და ასევე ქვეყანა მზადაა, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი პლატფორმა შესთავაზოს. ერდოღანი ხაზს უსვამს, რომ მშვიდობის დასამყარებლად საკმარისი პროგრესი ამ დრომდე არ მიღწეულა. მისივე თქმით, ანკარა უკრაინის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ ძირითად ნაწილს ემხრობა.