ამოქმედდება თუ არა სასამართლო სისტემაში ე.წ ვეტინგის მოდელი. ოპოზიციის შეფასებით, მმართველი პარტია ვეტინგის სისტემის წინააღმდეგია, რადგან ე.წ „სასამართლო კლანს“ ხელს აფარებს და პრობლემებს მიზანმიმართულად არ აგვარებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, უკვე წლებია, რაც საქართველოში არსებული მართმსაჯულების მიმართ არაერთი კითხვა არსებობს, რის გამოც ე.წ ვეტინგის დანერგვაა აუცილებელი. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, ხელისუფლებასი ამბობენ, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და ვეტინგის დანერგვით ოპოზიცია, მოსამართლეებზე გავლენის მოპოვებას ეცდება. „ქართული ოცნების“ შეფასებით, სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია.